LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ ადამიანები, რომლებიც გაკონტროლებენ და დემონად გაქცევენ” – კანიე უესტი Diddy-სა და მუსიკალური ინდისტრიის ბნელ მხარეებზე ალაპარაკდა

2220
536968_621741_updates

ბოლო რამდენიმე დღეა, ინტერნეტში არ წყდება ხმაური Diddy-ის სკანდალურ ბრალდებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისევ ბურუსითაა მოცული, სპეკულაციებს ბოლო არ უჩანს.

ჰოლივუდში პანიკა და ქაოსია, რადგან შემაშფოთებელ საქმეებში, უამრავი სელებრითის სახელი ფიგურირებს. მათ გამოძიების ფედერალური ბიუროს წინაშე მოუწევთ წარდგომა. ამბობენ, რომ Diddy, ყველასთვის ცნობილ ვარსკვლავებს, კონფიდენციალურობის კონტრაქტის გაფორმებას აიძულებდა.

მასობრივი ისტერიკა სტარტს გასული წლის ბოლოდან იღებს, როცა საკულტო რეპერი ყოფილმა მეგობარმა ქალმა, კესი ვენტურამ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ამხილა. ის პირველი იყო, ვინც სასამართლოში მის წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა.

მიმდინარე წლის მარტში, პოლიაციამ სექს-ტრეფიკინგთან დაკავშირებით, Diddy-ის ლოს-ანჯელესისა და მაიამის სახლები გაჩხრიკა. გამოძიება Diddy-ის სუტინიორობას, სექსუალურ ძალადობას, პროსტიტუციის წახალისებასა და უკანონო ნივთიერებების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის არალეგალურად გავრცელებას ედავება.

ყველაფერი მას შემდეგ დაიძაბა, რაც მაისში, CNN-მა შოკისმომგვრელი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჰიპ ჰოპ არტისტის მიმართ, ვენტურას ბრალი დასტურდება. კადრებში ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდება ის გერლფრენდს.

ვიდეო: შოკისმომგვრელი კადრები, რომლებშიც Diddy-ის ქალზე ძალადობა ჩანს – CNN შემაძრწუნებელ ვიდეოს ავრცელებს

გასულ კვირას, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, ვინაიდან Diddy-ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საბრალდებო ოქმი ოფიციალურად წაუყენა. 16 სექტემბერს, ის აშშ-ს შიდა უსაფრთოების დეპარტამენტის გამოძიებათა სამსახურმა, ნიუ-იორკში აიყვანა. ამ დროისთვის, უცნობია, რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება.

მედიაში გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება.

რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები.

ამჟამად, ,,დიდის” წინააღმდეგ, ათი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.

იმ ფონზე, როცა Diddy-ის სასამართლოს ძალით საკუთარი რეპუტაციის აღდგენის იმედი აქვს, მასზე და მუსიკალური ინდისტრიის ბნელ მხარეებზე მისი კოლეგა, კანიე უესტი ალაპარაკდა. იეის თქმით, ,,Diddy-ის აკონტროლებდნენ, რომ ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ევალებოდა”.

,,შემიძლია გითხრათ, რომ ჰოლივუდის ბევრ სელებრითს აქვს ისტორია მოსაყოლი. ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ ადამიანები, რომლებიც გაკონტროლებენ და გაქცევენ დემონად. თუ მათ უარს ეტყვი და ზურგს აქცევ, ისინი გაგანადგურებენ. მათ შეუძლიათ მოგცენ ყველაფერი, თუმცა თავიანთი პირობებით. გეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ უკან წაიღონ მოპოვებული აღიარება, თუ ინსტრუქციას არ მიჰყვებით. მეყო სიმამაცე და მათ უარი ვუთხარი, შემდეგ კი ისე წარმომაჩინეს, თითქოს გიჟი ვიყავი. მუსიკოსების უმრავლესობა შინაური ცხოველია გავლენიანი ადამიანების ჯგუფისთვის. ისინი მათ იყენებენ,” – განაცხადა უესტმა.

პარალელურად, ქსელში კვლავ აქტუალური გახდა თინეიჯერი ჯატინ ბიბერის ახლო კავშირი Diddy-ისთან. ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც 15 წლის ჯეი ბის სავარაუდო მსხვერპლობა იკვეთება. მართალია, ბიბერი თემის კომენტირებას თავს არიდებს, თუმცა კადრები ცხადყოფს, რომ რეპერი არასრულწლოვანს არასათანათოდ ეპყრობა და ელაპარაკება. უდავოა, რომ ჯასტინი მისგან ზეწოლას განიცდიდა.

Diddy ბრალდებებს ახლაც უარყოფს. ცნობილია, რომ საქმეებს 50-ზე მეტი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი და მოწ­მე ჰყავს, თუმცა ელო­დე­ბი­ან, რომ ეს რი­ცხვი კიდევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები