LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტის 11 თვის ქალიშვილის პირველი ნაბიჯები და მეუღლის ემოციური პოსტი

278
kbbrntnewsss

ვანესა ბრაიანტმა პატარა ქალიშვილის, კაპრის პირველი ნაბიჯები გაავრცელა. გოგონამ კობისა  და ჯიჯის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ სიარული დაიწყო.

ვანესამ გაავრცელა ვიდეო, სადაც 11 თვის კაპრის პირველი მცდელობაა ასახული. ბავშვი დეიდასა და დედას შორის რამდენიმე ნაბიჯს დგამს.

„ჩემი პატარა !!! ძალიან ამაყი ვარ.. კაპრიმ პირველი ნაბიჯები გადადგა დეიდა სოფიასა და დედას შორის“, – წერს დედა.

პატარამ პირველი ნაბიჯები საკმაოდ თავდაჯერებულად გადადგა და ბალანსის დაცვისთვის ოჯახის წევრებისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

პოსტს ცნობილი ვარსკვლავები გამოეხმაურნენ და პატარა გოგონა გაამხენევეს. ძალიან პოზიტიური კომენტარები დაწერეს ქლოე კარდაშიანმა, ლა ლა ანტონიმ და შაკილ ონილმა.

ვანესას და კობის კაპრი გასული წლის 20 ივნისს შეეძინათ. კალათბურთის ლეგენდამ საზოგადოებას სიახლე თავად აცნობა. მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გოგონას პატარა პრინცესა უწოდა.

 

კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ პირველი აუქციონიც გაიმართა, სადაც მისი ოქროსა და ბრილიანტის ბეჭედი გაიყიდა. 14 კარატიანი სამკაული უცნობმა კოლექციონერმა 206 ათას დოლარად შეიძინა. ბეჭედი კობიმ 2000 წელს დედისთვის დაამზადა, თუმცა ქალბატონმა ის 2013 წელს გაყიდა და მას შემდეგ სამკაულის ბედი უცნობი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები