მწერალი ლუკა ბაქანიძე ერთ-ერთ მარკეტში მომხდარ ამბავზე წერს. მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში კოვიდინფიცირებული დადის.
მათ არც იციან და არცაინტერესებთ, რომ კორონავირუსი აქვთ.
„მარკეტში კვდება ხველებით მასტი. ძიაკაცი. მეთქი გადი გარეთ, ან სახლში ახველე და რო მორჩები მერე შემოდი, სოტერ. მერე საჭმელს და სიგარეტს შენ მომიტანო ? ხოდა ეგარი ძმებო.
ძალიან ბევრი მოძრაობს კორონიანი. ზოგი გარტყმაში არაა რო კორონა ჭირს და არც აინტერესებს, ფეხებზე კიდია. ზოგმა იცის რაც ჭირს, მაგრამ ამასაც ფეხებზე კიდია ვინმეს გადასდებს თუ არა.
შემოიგდებს პირბადეს ნიკაპთან, ეგეც – სხვას რო გაუფრთხილდეს მაგიტომ კი არა, რო არ დააჯარიმონ, მაგიტომ. კიდია უამრავს კოვიდი. არც არსებობდეს თითქოს. ვაქსერთა თუ ანტივაქსერთა დავის მიღმა დგას ეს ხალხი.
ორივეზე კაიფობენ და ძალიან ბევრნი არიან. ასეა ეს. აცრილებსაც და აუცრელებსაც, ორმაგი დისტანციის დაცვას და ალკოჰოლს გირჩევთ, მე პირადად, სანამ ტალღა არ ჩაივლის. PAX ✌“.- წერს მწერალი სოციალურ ქსელში.