LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ის, რომ ადამიანებმა რაღაცები დაინახონ – თუ ჩემი შემთხვევა ამას ხელს შეუწყობს, თეთრი და შავი გაარჩიონ, კმაყოფილი ვიქნები და მოვიშუშებ ამ იარებს“ – მაკა ჩიხლაძე თავდასხმის ფაქტს იხსენებს

138
მაკა ჩიხლაძე (2)

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ მასზე და მის ოპერატორ, გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო, რადგან პირები, რომლებმაც მათზე იძალადეს, წინასწარ, ორგანიზებულად მოქმედებდნენ.

მისი თქმით, ამჟამად მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. მისივე ინფორმაციით, გაცილებით მძიმეა ოპერატორის მდგომარეობა, რომელიც ასევე რეაბილიტაციას გადის.

„ეს არის იყო, ე.წ შპანა, ძალიან მარტივია კადრებიდანაც გაარჩიო, რომ ეს ადამიანები სპეციალურად იყვნენ მომზადებულები, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ, ერთი ხელის მოძრაობით ხვდებოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ, ჰყავდათ ლიდერი,“ – აღნიშნა ჟურნალისტმა „ფორმულას“ ეთერში.

„ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემლების ღვრა არ დაიწყოთ! ასეთ ქვეყანას, აშენებთ თქვენ!“ – ნოდარ მელაძე

წამყვანის, გიორგი თარგამაძის შეკითხვას კი, რომელიც „მედიის წინააღმდეგ რეჟიმის წასვლასა“ და ამ პირობებში, ჟურნალისტების მუშაობას უკავშირდებოდა, ჩიხლაძემ უპასუხა, რომ ეს შიშის დასანერგად, მიზანმიმართულად ხდება.

ხოლო საზოგადოების ნაწილში ამ ფაქტსა და შესაძლო გაჩენილ განწყობებზე, მაკა ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს შემთხვევა გარდამტეხი იყო:

„ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება ის, რომ ადამიანებმა რაღაცები დაინახონ, მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა, საქართველოში. თუ ჩემი შემთხვევა ამას ხელს შეუწყობს, რომ ადამიანებმა თეთრი და შავი გაარჩიონ, კმაყოფილი ვიქნები და მოვიშუშებ ამ იარებს, არა უშავს.“

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს

ინფორმაციისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

„უმძიმესი ვიდეოა! არანაირი „მაგრამ“ აქ არ არსებობს“, „ვგმობ ყოველგვარ ძალადობას!“, „ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც ახლა ჩვენს ნამდვილად ევროპულ მომავალს ჭედავთ!“ – „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტები ეხმაურებიან

უწყების ცნობით, გამოიკითხა გიორგი ლალიაშვილი და ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლუკა თოფურიძე. შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნულ პირებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

magti 5g