LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან დაბალია ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება – გაბუნია

34
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, ძალიან დაბალია.

ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და თავისუფალია 9 000-მდე საწოლი:

“ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და არის 9 000-მდე საწოლი.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკვე ვაქცინირებულია თითქმის მილიონი მოქალაქე. ამ ჯგუფში რომც მოხდეს ინფექციის გავრცელება, იმის ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, არის ძალიან დაბალი.

ეს უკვე ცალსახად და თვალსაჩინოდ იკვეთება თბილისშიც და ბათუმშიც, ამდენად, ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსით, რაც ჯანდაცვის სექტორში გვაქვს, გავიაროთ მზარდი ინფექციის პერიოდი, ამდენად საველე ჰოსპიტლების საჭირეობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, გამოვლინდა კოვიდ-19-ის 5 219 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი, გარდაიცლავა 42 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g