LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან დამწუხრებული ვარ, საქართველო იაპონიის გვერდით დგას” – იაპონიის ყოფილი პრემიერის დაჭრას ღარიბაშვილი ეხმიანება

85
ing (2)

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზურგში დაჭრილი აბეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. 

ღარიბაშვილი “ტვიტში” აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო ძალიან დამწუხრებულია:

“ამომრჩევლებისთვის მიმართვის დროს, შინძო აბეზე თავდასხმის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას”, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, შემთხვევა ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე მოხდა.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრებიც. აბე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ამჟამად პოლიტიკოსის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან – “ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აბე კარგად იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

კიშიდამ მივლინებაც შეწყვიტა და ყველა მინისტრს ტოკიოში ჩასვლა უბრძანა. 

შეგახსენებთ, შინძო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა, 2020 წელს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g