LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას, ლოცვასაც და წყევლასაც…“ – ანზორ ოდიშარია

15
გია-ჯაჯანიძე-&-გზაჯვარედინი

5 აპრილს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ გია ჯაჯანიძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა, წარმატების კოდი, ფიქრის და სიტყვის ძალა იყო.

 ანზორ ოდიშარია: დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავხდეთ წარმატებულები, თუ რა ისეთი კოდია სამყაროში, რომელიც ყველა კარს ხსნის.

გია ჯაჯანიძე: წარმატების პირველი საიდუმლო არის, როცა შენ ხარ ბედნიერი და ამას ყოველთვის აღნიშნავ და ხარ მადლიერების გრძნობით სავსე. მადლიერება ყველა კარს აღებს.

გია, მოგვიყევი შენი და ანზორის პირველ შეხვედრაზე.

დავურეკე და ჩემს გადაცემაში მოვიწვიე. არ მეგონა, ამ სიმაღლე თუ იყო, არ მომეწონა, მაღლიდან რომ მიყურებდა (იცინის). სხვათა შორის, ანზორი ძალიან საინტერესო ადამიანია. სულ არ მგონია, რომ ასაკით ჩემზე პატარაა, პირიქით, მგონია, რომ მე ვარ პატარა.

ანზორ ოდიშარია: ბატონი გია გადაცემაში ყოველთვის სვამს კითხვას ბოროტებაზე და აგრესიაზე. ახლა კი მას უნდა შევუბრუნო ეს კითხვა. რატომ გაბოროტდნენ ადამიანები და რატომ აქვთ ეგოიზმის მაღალი ხარისხი?

გია ჯაჯანიძე: მთელი ცხოვრებაა ამაზე ვფიქრობ. ის, რომ ამხელა აგრესიაა, რომ სამწუხაროა, მაგრამ ყველაზე სავალალო და ტრაგიკულია ის, რომ მათ არ იციან, აგრესიაში რომ არიან. უნდა გაიაზრონ, რომ თითო გამომჟღავნებულ აგრესიაზე, გალანძღვაზე, გაჭორვაზე, თითო ტაბლეტ სასიკვდილო წამალს სვამენ. მეც თუკი ვინმეს ნებით თუ უნებლიედ ვაწყენინე, ყველაფერი დამიბრუნდა.

ერთ ამბავს გეტყვით. ერთმა ადამიანმა დამიშავა, გავიდა რაღაც პერიოდი და მან სამსახური დაკარგა. რომ დამირეკეს, დედაჩემთან ერთად ვიყავი და ვერ ვიტყვი გამიხარდა-მეთქი, მაგრამ ალბათ ღიმილით ვუთხარი, სამსახურიდან გააგდეს-მეთქი. დედა უცებ მომიტრიალდა, სახე მოექუშა და მითხრა, გეხვეწები, არ გაგიხარდესო.

ანზორ ოდიშარია: ადამიანები, ასევე ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ვიღაცას რაღაც მარტივად გამოსდის, მათ კი არა, სხვას უმართლებს, მათ -არა…

გია ჯაჯანიძე: კი არ მივლენ და კითხავენ იმ ადამიანს, ასე მარტივად როგორ გამოუვიდა, უბრალოდ ბოღმა კლავთ. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ვიღაცას რაღაც უნატრია და მე მითქვამს, ვაიმე, რა კარგია, აუცილებლად გამოგივა-მეთქი და ეს ისე გულწრფელად გამიკეთებია, რომ მეორე დღეს მე გამომსვლია. ახლა ძალიან მაგარ ამბავს მოგიყვებით. ანზორი ესტონეთში მიდიოდა ექსტრასენსთა ბრძოლაზე და კოსტიუმის დიზაინს არჩევდა. გავყევი ანზორს და მივედით ძალიან ნიჭიერ ხალხთან, რომლებიც მის კოსტიუმს კერავდნენ. რომ ვნახე, შოკში ჩავვარდი და მეც მომინდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვამბობდი, რა ლამაზია-მეთქი და ბედნიერი ვიყავი ამ კოსტიუმს, რომ ვუყურებდი. აუღეს ანზორს ზომები და წამოვედით. კოსტიუმის გამოსატანად, რომ მივედით, რა მოხდა?! ანზორისთვის შეკერილი ეს ულამაზესი და უნიკალური ჩასაცმელი ჩემი ზომა აღმოჩნდა. ნუთუ როგორ მომინდა ისე, რომ ანზორისთვის შეკერილი, ჩემი ზომა აღმოჩნდა. ადამიანები თუ სწორად ჩაიფიქრებენ სურვილებს და თუ დაიმსახურებენ მათ, აუცილებლად აუხდებათ.

ანზორ ოდიშარია: ადამიანებს, რომლებსაც წარმატება სურთ, უნდა ჰქონდეთ გახსნილობა, მიმღებლობა და არ უნდა გააჩნდეთ ბოროტება.

გია ჯაჯანიძე: თუ ადამიანთან სიხარული მივიდა, ესე იგი ეს მისთვის არის განკუთვნილი და მე რომ შემშურდეს, ამით ამ სიხარულს ვერ წავართმევ, უბრალოდ, ველს დავიბინძურებ.

 წინასწარ რამდენად უნდა ისაუბროს ადამიანმა გეგმებზე? გამიგია, რომ არც თუ ისე კარგია, რადგან შეიძლება დაითარსო.

გია ჯაჯანიძე: არსებობს ფრაზა „ამაოდ მეტყველება“, რატომ უნდა ილაპარაკო წინასწარ. არ თქვათ.

ანზორ ოდიშარია: ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას, ლოცვასაც და წყევლასაც…

გია ჯაჯანიძე: რა თქმა უნდა, თუ მხურვალედ ილოცებ, აუცილებლად აგისრულდება. ასეა წყევლაც. სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმდენი ვიძახე, რომ ბედნიერი ვარ, ბედნიერი გავხდი. ასე რომ, დაუფიქრდით, რას ამბობთ. არაფრით არ შეიძლება შვილის დაწყევლა, არ შეიძლება ვინმეს ვუთხრათ „მეცოდები“, რადგან ასე იმ ადამიანის ცოდვებს ვინაწილებთ.

ანზორ ოდიშარია: გია, ადამიანებს ხშირად აქვთ შეცდომების შიში, რაც მათ ხელს უშლით განვითარებაში და ახალი ნაბიჯების გადადგმაში. რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება?

გია ჯაჯანიძე: საერთოდ, ადამიანს სიახლის ეშინია. ეშინია, რომ არ გამოუვა, ჩაუვარდება ჩანაფიქრი. მე ეს არ მაქვს, ყოველთვის ვრისკავ. სიახლის და რაღაცის გაკეთების შიში არ უნდა გქონდეს.

ანზორ, რა სიახლეებია „ასპიროზაში“?

ანზორ ოდიშარია: გვაქვს ახალი კურსი, სადაც ვასწავლით თავდაცვის წესებს და მეთოდებით, თუ როგორ უნდა აირიდონ ნეგატივი, ბოროტება, წყევლა, თვალი და როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები