LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივია, როცა ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორის სიმღერას წერ. მიხარია, რომ ჩემს რეპერტუარში ბატონ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა არის“ – ლიკა დოლიძე

200
ლიკა-დოლიძე,-ჯემალ-სეფიაშვილი

22 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემის „რადიო დუეტი“ სტუმრები ჯემალ სეფიაშვილი და ლიკა დოლიძე გახლდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის „კარგად იყავი“ პრემიერა შედგა.

მოგვიყევით თქვენს ერთობლივ პროექტზე, როგორია სიმღერის „კარგად იყავი“ ისტორია?

ლიკა დოლიძე: ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივია, როცა ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორის სიმღერას წერ. მიხარია, რომ ჩემს რეპერტუარში ბატონ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა არის. მან პირადად ჩემთვის დაწერა ეს სიმღერა და ეს კიდევ უფრო, ათმაგად და ასმაგად სასიამოვნოა. სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა, ბატონ ჯემალის იუბილეზე, 19 თებერვალს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტექსტი უნიჭიერეს ქალბატონს ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. დიდი მადლობა ზურა მახნიაშვილს, სიმღერა მის სტუდიაში ჩაიწერა.

ჯემალ სეფიაშვილი: სხვათა შორის, სიმღერის „იუთუბზე“ დადებიდან 2 დღეში დამირეკა ირინამ და მითხრა, ბატონო ჯემალ, მე ვერ დავითვლი რამდენი სიმღერა მაქვს, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი ჯერ არ ყოფილაო. მეზობლები, ნათესავები, ირგვლივ ყველა მთხოვს, რომ ეს სიმღერა მივცეო.

ბატონო ჯემალ, როდის დაიწყო თქვენი და ლიკას თანამშრომლობა?

ჯემალ სეფიაშვილი: ჩვენი თანამშრომლობა, რომ დაიწყო ლიკა სულ პატარა ბავშვი იყო. საუკუნეა ვმეგობრობთ…

ლიკა დოლიძე: კი, ოჯახებით ვმეგობრობთ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს.

როგორია სამომავლო გეგმები?

ლიკა დოლიძე: ბატონი ჯემალი მაისში აკეთებს საოცარ კონცერტს.

ჯემალ სეფიაშვილი: კონცერტი 13 მაისს მაქვს დაგეგმილი, „ოპერის თეატრში“. იქნება ჩემი შემოქმედებითი საღამო, რომელსაც „ოღონდ ერთმანეთი გვიყვარდეს“ დაერქმევა.  ვემზადებით, ვეძებ სპონსორებს… მათზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საღამო.

ლიკა დოლიძე – კარგად იყავი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ლიკა დოლიძე & ჯემალ სეფიაშვილი. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები