უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გიორგი შანიძე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს ომში მყოფი ქვეყნიდან და წერს, რომ უკრაინულ შეიარაღებას საკმაოდ დიდი შენამატი აქვს.
“ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი და უკრაინელების სახელით ამ დრონისთვის
ძალიან დიდი შენამატია ეს ჩვენ შეიარაღებაში.
-ასევე ეს ძალიან კარგი მაგალითია რომ მიხვდეთ თუ რამდენი დრო სჭირდება რაიმეს აქ ჩამოღწევას, ამ დრონმა მთელი მსოფლიო შემოიარა სანამ აქ ჩამოაღწია, ჩინეთიდან ამერიკაში, იქიდან ბრიტანეთში,მერე საქართველოში და მანდედან 8 ქვეყანა მანქანით აქამდე, გზაში საზღვრებზე ქრთამებიც დაჭირდა.
უკვე გაიტესტა, მწყობრშია და აწი ჩვენს რიგებშია
კამუფლიერება დარჩა მხოლოდ და მზადაა დავალებებისთვის
დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ
წინსვლა და ნათელი მომავალი გარდაუვალია”, – წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.