LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემ მიმართ, ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა“ – ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული

142
ლაშა გურული

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მოკრივე ლაშა გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქართველ გულშემატკივარს მიმართავს.

ლაშა გურული მოქალაქეებს სიყვარულისა და აღიარებისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული ჩემპიონობაზე დიდი მიღწევაა:

„არ შემეძლო, ეს პოსტი რომ არ დამეწერა! ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემ მიმართ.

მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ ვაფასებ ამ სიყვარულს!

ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა. მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხი, 2028“, – წერს ლაშა გურული სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

არ შემეძლო ეს პოსტი რომ არ დამეწერა ! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული,აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ. მინდა იცოდეთ…

Posted by Lasha Guruli Sr. on ხუთშაბათი, 15 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g