8 ივლისს სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – გარდაიცვალა ახალგაზრდა ფოტოგრაფი, ლევან მამულაშვილი.
ლევან მამულაშვილს ოჯახის წევრები და მეგობრები საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და მას ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.
„ჩემო პატარა გიჟუნია. სულ რამდენიმე კვირის გაცნობილი მყავდი, როცა ხუმრობით დედა დამიძახე და ასეც შეგვრჩა ბოლომდე ეს ზედმეტსახელები. მე შენი კოლეჯის დედიკო ვიყავი, შენ კი ჩემი შვილი… ბოლომდე… ნეტავ შემეძლოს რამის შეცვლა. მშვიდად განისვენე“, – წერს გვანცა კუჭუხიძე.
ჩემო პატარა გიჟუნია 🥹💔 სულ რამდენიმე კვირის გაცნობილი მყავდი როცა ხუმრობით დედა დამიძახე და ასეც შეგვრჩა ბოლომდე ეს…
Posted by გვანცა კუჭუხიძე on ორშაბათი, 07 ივლისი, 2025
„რატომ უნდა ტოვებდნენ ასეთი ახალგაზრდები ასე მალე ამ სამყაროს, მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, თავისი მრავალი ფერით, რატომ?“, – წერს თამუნა წიკლაური.
💔რატომ უნდა ტოვებდნენ ასეთი ახალგაზრდები , ასე მალე ამ სამყაროს, მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ქონდა , თავისი მრავალი ფერით🖤 რატომ? 💔😢
Posted by Tamuna Tsiklauri on ორშაბათი, 07 ივლისი, 2025
„გამიფრინდა ჩემი ტკბილად მოსაუბრე ლევან მამულაშვილი. უფალმა დაამკვიდროს სავანესა მართალთასა და განუსვენოს სადაცა მართალნი განისვენებენ“, – წერს იოანე კაპანაძე.
ეეჰ…გამიფრინდა ჩემი ტკბილად მოსაუბრე🕊️💔🥹ლევან მამულაშვილი, უფალმა დაამკვიდროს სავანესა მართალთასა და განუსვენოს სადაცა მართალნი განისვენებენ🤍🙌
Posted by იოანე კაპანაძე on ორშაბათი, 07 ივლისი, 2025
„ჩვენი მეგობრობა ამით არ დასრულებულა… იქაც შევხვდებით. ძალიან დიდი ტკივილი დაგვიტოვე, ლევან. ბავშვობის ტკბილ მოგონებებში დარჩები მუდამ“, – წერს ლევან მამულაშვილის კიდევ ერთი მეგობარი.

„ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ კიდევ ერთ ძვირფას მეგობარს ვემშვიდობები. ჯერ ნინი და ახლა ლევანი… ორივე ისეთი ნათელი, მხიარული და თბილი ადამიანები იყვნენ, რომ მათი არყოფნა ამ სამყაროს ცარიელს და ჩუმს ხდის.
ლევანი ფოტოგრაფი იყო. სამყაროს სხვანაირი „კუთხიდან“ უყურებდა და გვაჩვენებდა სილამაზეს. მისი პიროვნება, ყოფა და დამოკიდებულება ისეთივე საინტერესო იყო, როგორიც მისი ხედვა ობიექტივიდან. გულწრფელი, საინტერესო, გულღია და მუდამ ღიმილიანი იყო და ასეთი დარჩება ჩემს გონებაში“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.
Levan❤️😞 ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ კიდევ ერთ ძვირფას მეგობარს ვემშვიდობები. ჯერ ნინი, და ახლა ლევანი… ორივე ისეთი…
Posted by Saline ʚıɞ on სამშაბათი, 08 ივლისი, 2025