LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან დიდია გადინება.. რაშიც დღეს ადამიანი საქართველოში საქმიანობით 2 000 ლარს იღებს, ევროპაში ამაში აძლევენ 2 000 ევროს და უფრო მეტს” – კალაძე

220
კახა-კალაძე-1

“იმაში, რაშიც დღეს საქართველოში საქმიანობით 2 000 ლარს იღებს, ევროპაში ამაში აძლევენ 2 000 ევროს და უფრო მეტს. რა თქმა უნდა, აქვს მას სურვილი, რომ წავიდეს და იქ განვითარდეს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა პროექტის “ისწავლე და დასაქმდის” პრეზენტაციაზე კადრების დეფიციტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში კადრების გადინების საკითხი დგას, თუმცა ამაში ცუდი არაფერია.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

“სამსახურიდან, თანამდებობიდან გამომდინარე, სამშენებლო სექტორთან ყოველდღიური შეხება მაქვს, რადგან ბევრ პროექტს ვახორციელებთ დედაქალაქში და ბევრი კარგი საქმე კეთდება. ამ მიმართულებით კადრების ძალიან სერიოზული პრობლემაა, კვალიფიციური, პროფესიონალი კადრების. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ძალიან დიდია გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი ევროპაში წავიდეს და უფრო მაღალი ანაზღაურება ნახოს თავისივე საქმიანობაში. იმაში, რაშიც დღეს საქართველოში საქმიანობით 2 000 ლარს იღებს, ევროპაში ამაში აძლევენ 2 000 ევროს და უფრო მეტს. რა თქმა უნდა, აქვს მას სურვილი, რომ წავიდეს და იქ განვითარდეს. ამაში ცუდი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, თუნდაც ვიზალიბერალიზაციას, იმიტომ მივისწრაფვით, ევროინტეგრაცია რატომ არის მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ესეც არის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა”, – აცხადებს კალაძე.

მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g