სამი შვილის დედას, თათა ჭკუასელს საზოგადოების დახმარება სჭირდება – საქველმოქმედო განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს „ფეისბუკის“ გვერდი – „თათასთვის“, აღნიშნულია, რომ თათას ქიმიოთერაპიის კურსის(ების) ჩატარება და ზურგის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება.
„მეგობრებო, თათა ჭკუასელს, სამი შვილის დედას, საუკეთესო ადამიანს, დაუდგინდა ადრეული წინამორბედი T-უჯრედული მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ETP-ALL), რომლის შესაბამისად საჭიროა ქიმიოთერაპიის კურსის(ების) ჩატარება და ასევე ზურგის ტვინის გადანერგვა.
ამჟამად თათა ქიმიოთერაპიის პირველ კურსს გადის საქართველოში და ველოდებით მომდევნო ეტაპების დასახვას ანალიზების მიხედვით.
ორ კვირაში საჭიროა საზღვარგარეთ გამგზავრება გადამოწმებისა და შემდგომი კურსის ჩასატარებლად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყნის კლინიკასთან მოლაპარაკება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ძალიან გთხოვთ, ყოველი თეთრი და ამ პოსტის გაზიარება მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია!
ახლა, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება მას ჩვენი თანადგომა და დახმარება!
მიმღები: დედა, ლია ჭკუასელი
თბს ბანკი: #GE68TB7862745061100077
საქართველოს ბანკი: #GE63BG0000000162134400 “ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეგობრებო ‼️ თათა ჭკუასელს სამი შვილის დედას, საუკეთესო ადამიანს, დაუდგინდა ადრეული წინამორბედი T-უჯრედული მწვავე…
Posted by თათასთვის on ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025