მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა მუსიკოსი, ZION GARDEN-ის თანადამფუძნებელი ლუკა იოსელიანი.
„ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის სულისჩამდგმელი იყო.
ვეცდებით შენი გეგმების ნაწილი მაინც განვახორციელოთ.
ძალიან გვატკინე გული. დროებით, მეგობარო“, – აღნიშნულია Tbilisi Open Air / AlterVisio-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის…
Posted by Tbilisi Open Air / AlterVision on სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
ლუკა იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, რუსულის მასწავლებლის, ეკა გორდეზიანის შვილის – უაღრესად კეთილშობილი და ნათელი ადამიანის, ლუკა იოსელიანის გარდაცვალებას.
აკადემია გამოთქვამს დიდ მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ლუკას მშობლებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ჩვენს საყვარელ ეკას ვუსურვებთ ძალასა და გამძლეობას ამ უმძიმეს დროს.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ლუკას ლამაზი სული!
პანაშვიდები: 21-22 ოქტომბერი, 17:00 საათი.
მისამართი: ყიფშიძის ქ. 4, II სადარბაზო, VII სართული.
გამოსვენება: ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 15:00 საათი
მისამართი: წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესია, საბურთალო, ვიქტორ დოლიძის ქ 3ა
დაკრძალვა: ვაკის სასაფლაო“, – წერია აკადემიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, რუსულის მასწავლებლის, ეკა გორდეზიანის შვილის — უაღრესად…
Posted by The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi on სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025