ტელეწამყვანი და ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე და ოჯახზე საუბრობს.
ქეთის თქმით, როდესაც მას პირველი შვილი შეეძინა, თავადაც ბავშვი იყო და მაშინ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რას ნიშნავდა დედობა.
„როდესაც პირველი შვილი გამიჩნდა, მეც ბავშვი ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი ეს რას ნიშნავდა. 35 წლის ასაკში ამას უკვე სრულიად სხვანაირად გრძნობს ადამიანი,“ – აღნიშნა მან.
ქეთი ხატიაშვილი ახლა მეოთხე შვილის მოლოდინშია. როგორც თავად ამბობს, მას და მის ოჯახს ძალიან უნდოდათ, რომ მათ პატარა შვილს, ილიას, თანატოლი და ან ძმა ჰყოლოდა.
„ძალიან გვინდოდა, ილიას თანატოლი და ან ძმა ჰყოლოდა. მალე პატარას ველოდები და ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება პერიოდი, როდესაც ორივე ერთად გაიზრდება. წელიწადნახევარია მათ შორის სხვაობა. ისინი თითქმის თანატოლები იქნებიან, ერთნაირი ცხოვრების წესი ექნებათ და ერთად გაიზრდებიან,“ – ამბობს ქეთი ხატიაშვილი.
ტელეწამყვანს უკვე ჰყავს ორი უფროსი შვილი – ანასტასია და ნიკოლოზი, რომლებიც, როგორც ქეთი აღნიშნავს, უკვე დიდები არიან.