LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

1782
ფემიციდი

თბი­ლის­ში, ვარკეთილში მომხდარი ფე­მი­ცი­დის მო­რი­გ ფაქ­ტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც გარდაცვლილი გოგოს მეზობლები ამბობენ, სავარაუდოდ, მოძალადე ქმარმა 27 წლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ძილში მიაყენა.

სას­ტი­კად ნა­ცე­მი და დაჭ­რი­ლი ქალი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ახლობლების ინფორმაციით, მოკლულ გოგოსა და მის მეუღლეს 4 თვის ახალშობილი ჰყავთ.

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ - ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლს დაზიანებები მიაყენა და თავადაც თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა. ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი… ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო. ყვე­ლა შოკ­შია მომხდარით.

რო­გორც ვიცი, დიდ­ხანს უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, რა მოხ­და მათ შო­რის არ ვიცი. 3-4 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი არი­ან. თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. 4 თვის შვი­ლი დარ­ჩათ. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს“. – ამბობენ გარდაცვლილი გოგოს ახლობლები.

რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, ცოლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლია.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და მათი 4 თვის ახალშობილი და ასე­ვე, კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მაც.

„დიდი ხა­ნია, აქ ცხოვ­რო­ბენ. ცოლი, ქმა­რი, 4 თვის შვი­ლი და ბი­ჭის მამა ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი. ეს მე­ო­რე ცო­ლია, ორ­სუ­ლი როცა იყო, ეზო­ში ერ­თად სე­ირ­ნობ­დნენ ხოლ­მე. ერთი ორი წელი იქ­ნე­ბა, რაც ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა.

ამ დროს სო­ფელ­ში, თუ არ ვცდე­ბი, დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში იყ­ვნენ და რო­გორც გა­ვი­გე, გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბავ­შვი აც­რა­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, ამი­ტომ ჩა­მო­სუ­ლან.

ეს ბიჭი ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და, აქამ­დე ცუდი არას­დროს გაგ­ვი­გია. მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, გოგ­ლამ ცოლი მოკ­ლაო.

ზოგი ამ­ბობს, ნას­ვა­მი არ იყოო, შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მამა ყო­ფი­ლა, ეძი­ნა და არა­ფე­რი გა­უ­გი­აო, გამ­თე­ნი­ას მომ­ხდა­რა. მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, და­ნით დაჭ­რა მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო, ბავ­შვიც სახ­ლში იყოო“. – ამბობს მე­ზო­ბე­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბრისას.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ დაზიანებები თავადაც მიიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g