ტელეკომპანია “პირველის” დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ “ტვ პირველის” გუნდს ახალი წევრი, ანა წერეთელი შეემატა. როგორც პოსტიდან ირკვევა, ანა არხზე ახალ საავტორო გადაცემას წაიყვანს.
“ჩვენი გუნდის ძალიან მაგარი სიახლე და ძალიან მაგარი შენაძენი, ზუსტად ტელეკომპანიის დაბადების დღეზე. სულ მალე, “ტვ პირველზე” საავტორო გადაცემით, უმაგრესი და ულამაზესი ანა წერეთელი ქართული მედიის ახალი თაობის კიდევ ერთი ვარსკვლავი. წარმატებები, ანა!!! ძალიან მიხარიხარ!!” – წერს გრიგოლია.
ანა წერეთელი წლების განმავლობაში “რუსთავი 2”-ზე, “კურიერის” ჟურნალისტად მუშაობდა.