ცნობილი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს.
ამის შესახებ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ძალიან მძიმე და ცუდი ნივთიერება ტრიალებს. ნარკოლოგის თქმით, ის იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობასა და ფსიქოზს.
„პატივცემულო საზოგადოება ახლა წინასაახალწლო გაფრთხილება და ამ ბოლო ერთი კვირის მომართვიანობის გათვალისწინებით, მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ რაღაც ძალიან მძიმე და ცუდი ნივთიერება ტრიალებს და აშკარად დაბინძურებულია და იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს და ალბათ არის კვლავ გარეული ფენტანილი!! იმიტომ რომ
რამოდენიმე საათში იწვევს ძლიერ ძილიანობას!
ახლა რაც შეეხება ახალ წელს არ მიიღოთ ალკოჰოლი და უცნობი ნივთიერება ერთად, ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს ორმაგად მის მოქმედებას და ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება.
გაატარეთ ახალი წელი ახლობლებთან ერთად ზომიერად მიიღეთ ღვინო და ისიამოვნეთ ურთიერთობით თქვენ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ნუ გატარებთ ახალ წელს სადმე ემერჯენსში!
დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“ – წერს ზურა სიხარულიძე.