LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ! ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას! დიახ მეც მჭირდები საქართველოვ!“ – ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მიმართვას ავრცელებს

7366
იზა ომაძე, ეკა კუპატაძე

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში პროკურატურის ახალ ბრალზე ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების 4 სხვა ძალადობრივ ეპიზოდში მონაწილეობას უკავშირდება.

იზა ომაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ დღეს სასტიკი კადრები იხილა. ის გიგა ავალიანის დედას ჯანმრთელობას უსურვებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დედა პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ასევე მიუთითებს, რომ საგამოძიებო უწყებისთვის საქმის დეტალები თავიდანვე იყო ცნობილი, თუმცა პროცესი ხელოვნურად ფერხდება:

„მეგობრებო ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ!!!ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას!!!
ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე, მადლობა მას ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის   
მე ყველას ვერ გპასუხობთ , არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ერთს გეტყვით რომ არა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მფარველობა , ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია!!!
მე ჭორაობის დონეზე არ დავიყვან ნიკოს საქმეს!!!
მოჰყვეს პროკურატურა!!! ყველა ფაქტი ჰქონდათ მაშინვე!!!
ცოტა ხნის წინ ამაოდ გამიჩნდა იმედი , რომელიც მალევე გამიქარწყლდა!!!
კი ბატონო ვიღებ გამოწვევას, დიახ მეც
მჭირდები საქართველოვ!!!!!
საქმე გახსნილია!!!!
საქართველოს პროკურატურა, გადმოდგი ტრიბუნა!!!!!
ან სად მივალ ტრიბუნით ეგ უკვე მე ვიცი!“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

მეგობრებო ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ!!!ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს…

Posted by Iza Omadze on სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g