LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მძიმე სიტუაციაშია სახელმწიფო” – ნინო ზამბახიძე პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე “ფორტუნასთან” საუბრობს

182
BeFunky-collage (2)

დღეს შევხდით პრემიერს და ეპიდემიოლოგებს. სიმართლე გითხრათ, ყველა ეპიდემიოლოგი, მათ შორის უცხოეთიდან ჩართული ექიმები, ყველა ითხოვდა ძალიან კრიტიკულ შეზღუდვებს, – ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

ნინო ზამბახიძის ინფორმაციით, მიუხედავად ეპიდემიოლოგების მოთხოვნისა, მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

“ვიცი, რომ შეზღუდვები მძიმე არ იქნება. სრული ლოკდაუნი არა, მაგრამ იქნება წერტილოვანი შეზღუდვები. გათვალისწინებული იქნება ბიზნესების მოთხოვნები და სურვილები. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მძიმე გადასატანი არ იქნება ბიზნესისთვის, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ რამდენად მძიმეა ეპიდემიური მდგომარეობა.

ზოგადად, შეზღუდვების ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ როდესაც საპირწონედ დგას ადამიანის ჯანმრთელობა, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს არის გასათვალისწინებელი, რადგან სწორედ ჯანმრთელი ადამიანი ქმნის შემდეგ ეკონომიკას”- აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება: მთავრობა ხვალ გვეტყვის

ახალი შეზღუდვების გადაწყვეტილების მოლოდინში, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ იმ ოქროს შუალედზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც შეიძლება ნაკლებად დააზარალოს ბიზნესი.

“ეს შეიძლება იყოს შეზღუდვები ბიზნესთან შეთანხმებით, თუმცა ცალსახაა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესისთვის იქნება მტკივნეული, მაგრამ შეზღუდვები შეიძლება იყოს საათობრივი, შეიძლება შეიზღუდოს რესტორნები, სადაც მობილობაა მაღალი, მაგრამ მიტანის სერვისი იქნეს შენარჩუნებული. მე როგორც ვიცი, მუშაობენ იმაზე, რომ გადმოიტანონ საუკეთესო პრაქტიკა, რაც არის განვითარებულ ქვეყნებში.

ყველაზე დიდი პრიორიტეტი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას უდგას სიკვდილიანობის შემცირებაა, თან ყოველდღიურად გვესმის, რომ კოვიდი მომკლავს თუ შიმშილი რა მნიშვნელობა აქვსო, ამიტომ ეს სოციალური ფონიც გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, ძალიან მძიმე სიტუაციაშია სახელმწიფო, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია.”- განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g