LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მიხარია, რომ ამ საოცარი გუნდის ნაწილი ვარ.. მადლობა ბიჭო, ნაკრების თითოეულ წევრს მადლობა“ – ისტორიად ქცეული შთამბეჭდავი კადრები ეროვნული ნაკრების ფოტოგრაფ ლაშა კუპრაშვილისგან

245
ლაშა კუპრაშვილი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიულ და ღირსეულ ასპარეზობას მთელი საქართველო და ამასთან, მსოფლიო ადევნებს თვალს – ქართველი გულშემატკივრების ნაწილი სტადიონიდან, ნაწილი კი ტელეეკრანებიდან.

თამაშის დროს, ქომაგის თვალით დანახული თითოეული მომენტი შემდეგ ისტორიის ნაწილი ხდება, ამ ისტორიას კი ერთმანეთზე შთამბეჭდავი კადრებით ამდიდრებენ სპორტული ფოტოგრაფები, რომლებიც არაერთ დასამახსოვრებელ ეპიზოდს აღბეჭდავენ.

ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფოტოგრაფი ლაშა კუპრაშვილიც, რომელიც, უკვე მერამდენე თამაშია, არაერთ ისტორიულ მომენტს აფიქსირებს.

ლაშა კუპრაშვილი აქვეყნებს 26 ივნისის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ნაკრების კაპიტან, გურამ კაშიასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოებს და ფეხბურთელებს მადლობას უხდის:

„აქ სიტყვები ზედმეტია… ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და ამ საოცარი გუნდის ნაწილი ვარ. მადლობა ბიჭო, ნაკრების თითოეულ წევრს მადლობა“, – წერს ლაშა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში.

No words needed… I’m so glad to be here and to be part of this Amazing team. Thank you Team, all of you guys🇬🇪✊🏻♥️ We…

Posted by Lasha Kuprashvili on ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2024

„არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და ქომაგები გავახაროთ“ – გიორგი მიქაუტაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები