LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა – „ტრიო ბალადა”

31
balada

რადიო დუეტის” სტუმრები „ტრიო ბალადა” და მათი პროდიუსერი მაიკო ღუღუნიშვილი იყვნენ, ექვსწლიანი ისტორიის მქონე ტრიო უკვე შეცვლილი შემადგენლობით გამოჩნდა ასპარეზზე და საკმაოდ დიდი სამომავლო გეგმები აქვს. გადაცემის ფარგლებში მათი ახალი ნამუშევრის პრემიერა შედგა.

მაიკო, რა ხდება შენს შემოქმედებაში, რა სიახლეებია?

„ტრიო ბალადას” გარდა კიდევ ერთ ფოლკლოლურ ანსამბლს „შავნაბადას” ვუწევ პროდიუსინგს, უფრო PR-მიმართულებით. ჩემთვის არ არის უცხო ეს პროცესი, თუ როგორ უნდა გავუწიო პოპულარიზაცია კარგ, ხარისხიან მუსიკას. „ტრიო ბალადასთან” ახლახან დავიწყე ურთიერთობა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ბიჭები ძალიან პასუხისმგებლიანები არიან, როდესაც ქართულ სიმღერას ემსახურები პასუხისმგებლობა თუ არ გაგაჩნია შეიძლება სადღაც დაიკარგო. სტაბილურად რეპეტიციობენ, ბევრს მუშაობენ, რომ ხარისხი დადონ. არ არსებობს რომ შინაურულ წრეშიც კი იმღერონ სიმღერა, რომელზეც არ უმუშავიათ ან არ უფიქრიათ.

შენი ჩართულობის შემდეგ ჟანრობრივი სიახლეები ხომ არ შეემატა ტრიოს ან ხომ არ გაქვს რაიმეს შეცვლის სურვილი?

ტრიოს ჰყავს არაჩვეულებრივი მუსიკალური ხელმძღვანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნანა კალანდაძე, რომელიც განკარგავს ამ მიმართულებას. ბიჭები არჩევენ რეპერტუარს და ქალბატონი ნანა დირექტივებს აძლევს. გუნდური მუშაობის პრინციპი გვაქვს, ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ეს გუნდი დებს იმ შედეგს, რომელსაც შემდეგ საზოგადოებამ ტაში უნდა დაუკრას.

ბიჭებო, როგორი პროდიუსერია მაიკო?

მაიკოს დიდი ხანია ვიცნობთ, ჩვენი მეგობარია, როდესაც დადგა პროდიუსერის ყოლის საჭიროება პირველივე მაიკოზე ვიფიქრეთ, მაგრამ რატომღაც ჩავთვალეთ, რომ მას ჩვენთვის არ ეცლებოდა, საჯარო ვაკანსია გამოვაცხადეთ და თვითონ შეგვეხმიანა. სულ რაღაც ათი დღის მოსულია და ძალიან ბევრი აქტივობა დაიგეგმა და უკვე განხორციელდა კიდეც,  საქმიანად მივდივართ წინ.

ვის ეკუთვნის ახალი სიმღერა, რომელიც დღეს მოგვიტანეთ?

ეს არის ქალბატონი ნანას სიმღერა, ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელის, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერაა, ჩვენ ჩვენებური ვერსია გავაკეთეთ, ტექსტი მიხეილ ქვლივიძეს ეკუთვნის. ჩვენი შემოქმედების ერთ-ერთი მიმართულებაა ცნობილი ტრიოების რეპერტუარების გაცოცხლება, ისეთების, რომლებიც დღეს აქტიურად არ იმღერება.

როგორია სამომავლო გეგმები, გეგმავთ თუ არა შემოქმედებით საღამოს?

მაიკო:

ტრიოს შექმნის იდეა 6 წლის წინ გაჩნდა და მალევე შეიქმნა, ორი წლის წინ ტრიოს ერთ-ერთი წევრი ჩანაცვლდა და, როგორც თავად ბიჭები ამბობენ, სწორედ ამ ცვლილებამ შესძინა სხვა ელფერი „ბალადას”. ორი წელია ბიჭები აქტიურად მუშაობენ, იგეგმება ალბომის გამოშვებაც, უახლოეს გეგმებში კი აღვნიშნავ, რომ გაზაფხულის მიწურულს სალონურ კონცერტს ვგეგმავთ, სადაც „ტრიო ბალადას”  შემოქმედების პრეზენტაცია ვიწრო საზოგადოებისთვის გაიმართება.

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ…

 

ტრიო ბალადა – წვიმა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ტრიო ბალადა – ლოთები. Live

 

ტრიო ბალადა. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები