LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად მაინც შევძელით ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი პიანისტების მოწვევა – დუდანა მაზმანიაშვილი და ბესიკ მაზიაშვილი „არტ-FM“-ში

150
dudanamazmaniashvili20106

გადაცემის ლაივი LIVE

5 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პიანისტი დუდანა მაზმანიაშვილი სტუმრობდა მეუღლესთან ბესიკ მაზიაშვილთან ერთად, რომელთაც ფესტივალებზე Tbilisi Piano Fest-სა და Tbilisi Mural Fest-ზე ისაუბრეს.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/639305090279584/?v=639305090279584

– დუდანა, წელს მეორედ ტარდება Tbilisi Piano Fest-ი თქვენი ინიცატივით. რამდენად კმაყოფილი ხართ ღონისძიებით?

– ფესტივალის მოწყობის იდეა გასულ წელს გაგვიჩნდა და წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ წელს ასეთ ექსტრემალურ პირობებში მოგვიწევდა მისი გამართვა, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად მაინც შევძელით ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი პიანისტების მოწვევა. მართალია, გამკაცრებული რეგულაციების გამო ბევრმა ვერ შეძლო ფესტივალზე დასწრება, მაგრამ სრული ჩანაწერი გავაკეთეთ, რომელიც სულ მალე გავრცელდება სოციალური ქსელით და ყველას ექნება მისი ნახვის საშუალება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  თბილისის მერიას, კულტურის სამსახურის არაჩვეულებრივ ჯგუფს და ანდრო ბასილაიას, რომელიც მხარში ამოგვიდგა და ძალიან დაგვეხმარა.

– რამდენადაც ვიცი, ფესტივალის ერთ-ერთ მონაწილეს უკან მოუწია გაბრუნება?

– სამწუხაროდ, პარიზიდან ჩამოსულ ბორის ბერეზოვსკის სწორედ საქართველოში დაუდგინდა ვირუსი. მართალია, ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა მისი სამშობლოში დაბრუნება, რადგან ვერც ორკესტრს ვაიძულებდით გაუმართლებელ რისკზე წასვლას, ვერც ახალგაზრდა მუსიკოსებს.

– ვინ მონაწილეობდა ფესტივალში?

– საერთო ჯამში ფესტივალში 12-მა ახალგაზრდა პიანისტმა მიიღო მონაწილეობა არაჩვეულებრივი გიორგი გიგაშვილისა და უნიჭიერესი ცოტნე ზედგენიძის ჩათვლით, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს და მჯერა აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კონცერტის გადადება მომიწია ამერიკასა და ევროპაში. იმედი მაქვს მალე შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საყვარელ საქმეს დაბრუნებას. მანამდე კი, ბერლინში ვგეგმავ დაბრუნებას და ახალ ალბომზე მუშაობას.

– რატომ გადაწყვიტეთ მუსიკოსობა?

– უამრავი განსხვავებული ინტერესი მქონდა ბავშვობაში, საბოლოო გადაწყვეტილება კი, ადრეულმა წარმატებამ განაპირობა, როცა პუბლიკის აპლოდისმენტებით მოვიხიბლე და არც შევცდი, რადგან დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი პროფესიით.

– ბესიკ, არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა თქვენს მიერ ორგანიზებული Tbilisi Mural Fest-ი, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა და მრავალფეროვანია?

– ფესტივალი გასულ წელს გაიმართა პირველად ბერლინის და თბილისის მერიების მხარდაჭერით, ამიტომ ძალიან ბევრი მხატვარი გვსტუმრობდა გერმანიიდან, რომელთაც ათი კედელი მოხატეს არქიტექტრის სამსახურის მოწონებული ესკიზებით და მართლაც საინტერესო ნამუშევარი შექმნეს. არ ვუღალატეთ ტრადიციას არც წელს და ისევ სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არტისტები მოვიწვიეთ, რომელთაც დიდი ხანია გაითქვეს სახელი მონუმენტურ ფერწერაში. მართალია, პანდემიამ მონაწილეთა და მოსახატი ობიექტების შემცირება გვაიძულა, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ფესტივალის მთელ ქალაქში გაშლა.  სხვათაშორის, წელს წამოწყებას ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტიც შეუერთდა, რომელმაც საკუთარი კედლები დაგვითმო სამუშაოდ. სამწუხაროდ პანდემიამ ჩვენი გეგმებიც ჩაშალა, იმედი მაქვს მსოფლიო მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და ჩვენც შევძლებთ ჩაფიქრებული პროექტების განხორციელებას, რადგან უამრავ უცხოურ ფესტივალთან ვმეგობრობთ და ძალიან გვინდა გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ქართველი მხატვრების საზღვარგარეთ მივლინება.

– საკუთარი სამხატვრო სკოლის გახსნას ხომ არ გეგმავთ?

– აკადემიაში დიდი ხანია არსებობს მონუმენტური მხატვრობის და პლასტიკის ფაკულტეტი, რომელიც თვითონ დავამთავრე, თუმცა დიდი სიამოვნებით მოვაწყობდი მასტერ-კლასებს ცნობილი მურალისტის მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები