LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე და ხალხს ვაჩვენო, რა იგეგმებოდა – ვახტანგ გომელაური პანკისის სპეცოპერაციაზე

d37b40f764b14a89e2058a44f05a96b6_XL

„ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე და ხალხს ვაჩვენო, რა იგეგმებოდა. დრო მოვა, ყველაფერს ფარდა აეხდება,“ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ დაუსვეს კითხვა, რატომ ვერ აღმოაჩინეს ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდები. გომელაურის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებლიდან ამოღებული ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ოთახში ხელყუმბარა სამართალდამცველებმა შეიტანეს, გომელაურმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ბევრი დეტალია, რაზეც მას ახლა საუბრის უფლება არ აქვს.

„როგორ ფიქრობთ თქვენ, ვიტყვით ჩვენ, რომ ხელყუმბარა ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა, თუმცა იძიებს პროკურატურა და მე არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე ღიად საუბარი, თუმცა ძალიან მინდა ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა ალბათ, ყველაფერს ფარდა აეხდება, როცა გამოძიებაც დამთავრდება. არ ვგულისხმობ ყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს, იყო თუ არ იყო დნმ და თითის ანაბეჭდი, თუმცა უშუალოდ რაც შეეხება დაკავებას და ბრალდებული იყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი, ამაზე ბევრ რამეს აეხდება ფარდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დღესვე გამეხსნა ეს თემა და ხალხისთვის მეჩვენებინა რა მოხდა. ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. შემდეგ აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ახლა ვერ ვისაუბრებ, უფლება არ მაქვს,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g