მარიამ ტატანაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს – 22 წლის გოგო რამდენიმე წლის წინ უმძიმეს ავტოავარიაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა.
მარიამს ერთი თვალის ამპუტაცია აქვს გაკეთებული, მეორე თვალში კი თითქმის 100 პროცენტით აქვს მხედველობა დაქვეითებული.
ამ ეტაპზე, მას მოქალაქეების მხარდაჭერა სჭირდება – როგორც მარიამი წერს, მას ექიმმა მხედველობის აღდგენის იმედი მისცა, ამისთვის კი საჭიროა თანხის მობილიზება.
„მე ვარ 22 წლის მარიამ ტატანაშვილი. 3 წლის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, მანქანა ტრაილერს შეეჯახა.
ჩემი მდგომარეობის სიმძიმის გამო ექიმებს არ ეგონათ, რომ კომიდან გამოვიდოდი. დამჭირდა 12 ოპერაცია, მათ შორის:
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ამპუტაცია;
მარჯვენა ფეხის ხუთივე თითის ამპუტაცია;
წვივის მოტეხილი ძვლების რკინებით აწყობა;
სახის თითქმის ყველა ძვლის ხელოვნურით ჩანაცვლება და ა.შ…
ერთი თვალის ამპუტაცია მაქვს გაკეთებული, მეორე თვალში კი თითქმის 100 პროცენტით მაქვს დაქვეითებული მხედველობა.
ძალიან მინდა, რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე. ამის დიდი იმედი მომცა ჩემმა ექიმმა და ამ ეტაპზე ჩემი თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო…
ჩემი გვერდი შევქმენი იმისთვის, რომ ჩემს შესახებ მოგიყვეთ ისტორიები, განახოთ ჩემი ყოველდღიურობა და უდიდეს მადლობა გიხდით ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და გვერდში მიდგახართ.
ყოველი თქვენგანისგან ჩემს მიმართ წამოსული თბილი დამოკიდებულება და ყურადღება უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ ვიბრძოლო ახალი ცხოვრების დაწყებისთვის. სიყვარულით, მარიამი.
#GE12TB7113845068100026 – თბს ბანკი: მიმღები შორენა ზიზიაშვილი
#GE62BG0000000162441132 – საქართველოს ბანკი: მიმღები მარიამ ტატანაშვილი“, – წერს მარიამ ტატანაშვილი სოციალურ ქსელში.
მე ვარ 22 წლის მარიამ ტატანაშვილი. 3 წლის წინ როდესაც მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, მანქანა ტრაილერს შეეჯახა….
Posted by Mariam Tatanashvili on ორშაბათი, 24 მარტი, 2025