LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მინდა საქართველომ უმასპინძლოს ევროვიზიას მომავალ წელს! რაც გინდა მეძახეთ ახლა! არავის შევტენილვარ და არც ვეტენები არასდროს, ჩემი ქვეყნის წარმატება ყოველთვის გამიხარდება… პ.ს არა რუსეთს! არა რუსულ კანონს!“ – ნინი შერმადინი

2251
ნინი შერმადინი, ნუცა ბუზალაძე

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ძალიან უნდა მომავალ წელს ევროვიზიის მასპინძელი საქართველო იყოს.

„მადლობა ევროპა, საქართველო, მიყვარხარ!“ – ნუცა ბუზალაძე ,,ევროვიზიის” ფინალში იმღერებს

„საქართველო ფინალშია არ ვიცი რამდენი წლის მერე! ძალიან მინდა საქართველომ უმასპინძლოს ევროვიზიას მომავალ წელს! რაც გინდა მეძახეთ ახლა! ხო და აქვე გეტყვით, რომ არავის შევტენილვარ და არც ვეტენები არასდროს 😜  მიხარია და გამიხარდება ჩემი ქვეყნის წარმატება ყოველთვის.

პ.ს არა რუსეთს! არა რუსულ კანონს! არა ყველას და ყველაფერს რაც რუსეთთან დაგვაკავშირებს.

წინ ევროპისკენ!“, – წერს ნინი შერმადინი.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ,,ევროვიზიის” კონკურსზე

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი. წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.

11 მაისს, ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

🇬🇪 „მიყვარხარ საქართველო" | ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა ევროვიზიის სცენაზე

🇬🇪 „მიყვარხარ საქართველო" | ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა ევროვიზიის სცენაზე

Posted by პირველი არხი on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g