LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მინდოდა, ,,ნოთინგ ჰილში” ჯულია რობერტსის ნაცვლად მეთამაშა“ – ნიკოლ კიდმანის უეცარი აღიარება

179
safe-image

ცოტა ხნის წინ,  ოსკაროსანი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრანტი ერთმანეთს „ზუმის“ საშუალებით ჩაერთნენ და საინტერესო თემებზე ისაუბრეს. 51 წლის ნიკოლ კიდმანმა უეცარად აღიარა, რომ მას 1999 წელს გამოსულ ფილმში „ნოთინგ ჰილი“ ჯულია რობერტსის როლის მორგება სურდა.

„ძაილიან მინდოდა, ნოთინგ ჰილში ჯულია რობერტსის ნაცვლად მეთამაშა, თუმცა იმ დროს მე არც თუ ისე ცნობილი ვიყავი“, – განაცხადა კიდმანმა.

აღსანიშნავია, რომ იმ წლებში ნიკოლ კიდმანისა და მისი ყოფილი მეუღლის,  ტომ კრუზის მონაწილოებით,  სტენლი კუბრიკის გახმაურებული ფილმის, „ფართოდ დახუჭული თვალების“ გადაღებები მიმდინარეობდა.

 

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს ეკრანებზე სერიალი „გაუქმება“ გამოდის, რომელსაც მაყურებელი მთელი წელია ელოდება. სერიალში მთავარ როლებს ჰიუ გრანტი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ და ის ჯინ ჰანფის რომანზეა დაფუძნებული, წიგნის სახელწოდებაა „შენ უნდა გცოდნოდა“. რაც ეხება სერიალს, მას „ოსკაროსანი“ სიუზან ბირი იღებს, რომელიც  გახმაურებეული ფილმით, „ჩიტის ბუდეა“ცნობილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები