მომღერალი, თიკა ჯამბურია, თემურ ებიტაშვილის YouTube პოდკასტს სტუმრობდა.
მომღერალმა ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პლასტიკურ ოპერაციებზე, ბულინგსა და პოპულარობაზე.
„ბულინგი, ვერაფრით ვერ ვხარშავ ტვინში, ვერ ვაპატიებ და ვერ გადამაქვს მარტივად ის, რომ ძალიან დაუმსახურებლად ხდება ხოლმე ჩემს მიმართ ბულინგი.
ნამდვილად არ ვაკეთებ მე არაფერს იმისთვის, რომ ადამიანებმა ჩათვალონ და მისცენ საკუთარ თავს უფლება, რომ ჩემზე რამე ცუდი თქვან, იმიტომ, რომ მე არასდროს არ შევხებივარ იმ ადამიანებს, მათ პირად ცხოვრებას და არასოდეს არ გამიკეთებია ისეთი რამ, რომ ადამიანებმა უბრალოდ გადაწყვიტონ აქვთ უფლება, რომ მე შემეხონ ცუდად.
გამახსენე ერთი რამ, რაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ისეთი რამ, რაც შენ მოგცემს უფლებას, რომ მე დამაბულინგო.
ძალიან მწყინს, როდესაც ფიქრობენ, რომ მე არ მაქვს უფლება, რომ პასუხი გავცე ჩემს ბულინგზე, ამბობენ – „როგორ გაბედა“ და მერე იწყება, რომ „ჩემს გვერდზე რასაც მინდა იმას დავწერ“ – და მე? რა, ჩემს ცხოვრებაში რაც მინდა იმას ვერ გავაკეთებ?“- ამბობს თიკა ჯამბურია ინტერვიუში.
@withlovetim ❗️იხილეთ ჩემი ახალი ინტერვიუ თიკა ჯამბურიასთან: პლასტიკურ ოპერაციებზე, ბულინგზე და პოპულარობაზე https://youtu.be/FGi9XZublug?si=AA0YQch9BqirxOhh ინტერვიუ გადავიღეთ: @Podcast Corner ♬ original sound – Temuri Ebitashvili