LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან რთულად გავიარე ეს გზა… ბავშვის დაბადების შემდეგ, ასაკის მიუხედავად, ყველა ქალს მეორე სუნთქვა ეხსნება“ – რას ამბობს თეა სიჭინავა დედობის შესახებ „იმედის“ ეთერში

3235
თეა სიჭინავა

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი თეა სიჭინავა, რომელიც შარშან დეკემბერში დედა პირველად გახდა, „პრაიმ შოუს“ სტუმარი იყო.

ჟურნალისტმა, რომელსაც ვაჟი, პატარა ნიკოლა შეეძინა, გადაცემაში დედობის შესახებ ემოციურად ისაუბრა:

„ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის I დეკემბრიდან, ყველაფერი შეიცვალა. მე დედისერთა ვარ და თუკი აქამდე სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, ახლა ყველას დავავიწყდი, მეც დამავიწყდა ჩემი თავი და ყველა ვტრიალებთ ნიკოლას ირგვლივ. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია… ბავშვის დაბადების შემდეგ, ასაკის მიუხედავად, ყველა ქალს მეორე სუნთქვა ეხსნება.

ახლა მეუბნებიან, სად იყავი აქამდე, ძალიან რთულად გავიარე ეს გზა. გარე ორსულობა დამემართა, მერე კიდევ რაღაცები… დედის მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, დედა ვერ გავხდებოდი…“ – ამბობს თეა სიჭინავა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, თეა სიჭინავა დედა ერთი წლის წინ გახდა. ამის შესახებ მან „ინსტაგრამის“ მეშვეობით აცნობა გამომწერებს. თეამ სამშობიაროდან გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლა სიჭინავა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g