დედაქალაქის მერი იუბილარია. კახა კალაძე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„დღეს ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი 46 წლის გახდა“, – წერს „თბილისის დინამო“.
„კახა კალაძე დინამო თბილისის ღირსებას ოთხი სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და თასი ოთხ-ოთხჯერ მოიგო.“ – ვკითხულობთ „თბილისის დინამოს“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
„ძალიან რთულია 1 ვიდეოში ჩაატიოს ადამიანმა ის, რაც ცხოვრების განმავლობაში გიკეთებია. ასევე რთულია იმ ემოციის სათანადოდ მიტანა ადამიანებთან, რაც ამ კადრებს თან ახლავს. სამაგიეროდ მარტივია ურთიერთობა და საპასუხისმგებლო და საამაყოა ერთად მუშაობა!
მთელი ჩვენი გუნდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!“. – წერს ეკატერინა ჯოჯუა, რომელიც მერიის პიარსამსახურს ხელმძღვანელობს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კახა კალაძის საფეხბურთო და პოლიტიკური ცხოვრების კადრებია ასახული.