მსახიობი გია ბურჯანაძე სცენას დაუბრუნდა. მაყურებელი სპექტაკლს „იდუმალი ვარიაციები“ მისი მონაწილეობით დღეს იხილავს.
მსახიობმა გადაცემაში „დილამშვიდობისა საქართველო“ თეატრში განვლილ პერდიოზე, ჯანმრთელობაზე და იმ ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც სცენასთან აკავშირებს.
„ავად ყოფნის პერიოდში, ორჯერ ვიყავი გერმანიაში გასტროლებზე. მგზავრობა მიჭირს, თორემ სცენაზე მობილიზებას უკეთებ შენს თავს. სპექტაკლის მერე ხარ ცუდად, იმიტომ რომ ხარჯავ ენერგიას..
ძალიან საინტერესოა ცხოვრება.. ძალიან. უაზრო რაღაცეებში ვკარგავთ ძალიან დიდ დროს. თან როდესაც ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი გაქვს, საქმის კეთება შეგიძლია და ჩაეხუტო საყვარელ ადამიანებს. ეს როგორი ბედნიერებაა. ამის არ დაფასება ცოდვაა“, – ამბობს გია ბურჯანაძე.