LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა… ჩემგან რადიკალურად განსხვავებული სტილია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მოუხდა ჩემი ტემბრიც და ხმაც“ – მარკუს მეტრეველი

480
მარკუს-მეტრეველი

16 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი მარკუს მეტრეველი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი“ პრემიერა შედგა. 

მარკუს, დავიწყოთ დიზაინერობაზე საუბრით, რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

ჯერჯერობით, ეს მიმართულება დაპაუზებული მაქვს, რადგან სხვა საქმით ვარ დაკავებული, თუმცა არაფერია გამორიცხული. ძალიან მალე გავაგრძელებ. უკვე არის რაღაც შემოთავაზებებიც.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე „ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი“ , ვის ეკუთვნის და როგორი ისტორია აქვს?

სიმღერა არის ნეო ბაიათის სტილის. არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა, ნატო ღოღობერიძემ დამიწერა. ტექსტის ავტორები ნატო ღოღობერიძე და ნანა ცინცაძე არიან. სიმღერა „Bravo records“-ში ჩაიწერა, ბექები მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. ჩემთვისაც ახალი მიმართულებაა, ვცადე ჩემი შესაძლებლობები ამ კუთხით და მგონი, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული სტილია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მოუხდა ჩემი ტემბრიც და ხმაც.

ვინ იყო იდეის ავტორი?

ნატო ღოღობერიძემ სიმღერა მომაწოდა და მითხრა, შენთვის მაქვს დაწერილიო. რომ მოვისმინე, მელოდია ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, მერე ბორიკო შხიანმა თავისებურად ჩამოაყალიბა და ძალიან ლამაზი გამოვიდა ეს ახალი ჟღერადობა და რიტმი. იმედია, მსმენელს მოეწონება.

როგორ შეაფასეს ნამუშევარი შენმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა?

ვინც მოისმინა, ყველას მოეწონა. ძალიან ინდივიდუალური და სპეციფიკური ნამღერია. ვფიქრობ, ძალიან განსხვავებულია.

გეგმავ კლიპის გადაღებას?

ძალიან მინდა კლიპის გადაღება, არის ამაზე საუბარი.

კონცერტების მხრივ თუ არის რაიმე სიახლე უახლოეს პერიოდში?

რაც შეეხება კონცერტებს, ძალიან დიდი დოზით მოვესიყვარულე ჩემს მსმენელს ახალ წლებზე, ძალიან ბევრი ქალაქი მოვინახულე… იმედია, ეს რიტმი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კონცერტებზე მსმენელის განსაკუთრებულ სიყვარულს რომელი სიმღერისადმი გრძნობ?

ჩემი რეპერტუარიდან რაც არასდროს ჰბეზრდება მსმენელს არის „გელოდები“. არასდროს განელდა „გელოდების“ მიმართ სიყვარული.

მარკუს მეტრეველი – ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მარკუს მეტრეველი. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები