LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან სახიფათოა მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება: სახალხო დამცველი

119
BeFunky-collage (6)

ძალიან სახიფათოა, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება , – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

რა ხდება ზუგდიდში – განახლებადი ინფორმაცია

ომბუდსმენი წერს, რომ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად სოლიდარულები ადამიანები იყვნენ უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა.

“მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა.”- წერს ლომჯარია.

“თუ ეს კრიმინალია, კრიზისი ამ ღამესვე გადაწყდება, მაგრამ თუ პოლიტიკური მიზნით დაგეგმილია, შესაძლოა, მძიმე შედეგები დადგეს“ – ექსპერტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g