რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი შოშიტაშვილი და „ქსოვრელები“ სტუმრობდნენ. გადაცემაში თაკოს, გიორგის და „ქსოვრელების“ ერთობლივი ნამუშევრის, „წითელი ბასანოშკები“ პრემიერა შედგა.
გიორგი, 2022 წელი შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი იყო, თავად როგორ შეაჯამებდით?
გიორგი შოშიტაშვილი: კი და ძალიან მიყვარს 2022 წელი, წინსვლის წელი იყო. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასეთ სიხარულს და სიყვარულს ვგრძნობთ, რომ ხალხმა შეიყვარა, ის, რასაც ვქმნით. მადლობა ხალხს, რომ ასეთ მოკლე პერიოდში მოხდა, ის, რასაც ზოგადად დრო სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭების დამსახურებაა და მადლობა მათ.
ვისაუბროთ, ჩვენს ერთობლივ ნამუშევარზე, „ წითელი ბასანოშკები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
გიორგი შოშიტაშვილი: იდეის ავტორი, რა თქმა უნდა, არის თაკო მელიქიშვილი. მე ვთვლი, რომ ეს სიმღერა შენია, შენთვის დაიწერა. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა, ალბათ, 4 საათში ჩავწერეთ. როგორი გამოვიდა, ეს ხალხმა შეაფასოს.
თაკო მელიქიშვილი: დიდი მადლობა ნინო ელბაქიძეს, რომ ამ სიმღერის კიდევ ერთხელ გაკეთების უფლება მომცა. ახალი ვერსია დღევანდელ დღეზეა მორგებული, სრულიად სხვა ჟღერადობაა. ცოცხალი ინსტრუმენტები საერთოდ სხვა ფონს ქმნის, მით უმეტეს, როცა ამას „ქსოვრელები“ ასრულებენ. მადლობა პაატა გულიაშვილს იმისთვის, რომ სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა, მადლობა ხალხს, ვინც შეიყვარებს ამ სიმღერას და მათ, ვინც უკვე მოიწონა და გააზიარა.
გიორგი შოშიტაშვილი: ამ სიმღერასთან დაკავშირებით დიდ გამოხმაურებას ველით. ისეთი აქტივობაა, რომ რეკორდებისკენ მიდის ამბები. დიდი მადლობა ბიჭებს უნიკალური შესრულებისთვის.
თაკო მელიქიშვილი, გიორგი შოშიტაშვილი & ქსოვრელები – წითელი ბასანოშკები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თაკო მელიქიშვილი, გიორგი შოშიტაშვილი & ქსოვრელები. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
გიორგი შოშიტაშვილი & ქსოვრელები – ფიფქები ცვივა. Live
წითელი ბასანოშკები – თაკო მელიქიშვილი, გიორგი შოშიტაიშვილი & ქსოვრელები
ფოტოები