LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან შევიყვარე ეს სიმღერა, ასეთი დამოკიდებულება არცერთ სიმღერაზე არ მქონია… მისამღერი მესიზმრებოდა და ეს რაღაც სხვას ნიშნავს“ – გოგა მესხი პრემიერით „არ დაიდარდოში“

370
რადიო (5)

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში გოგა მესხის ახალი ნამუშევრის „ჩამიარა“ პრემიერა შედგა.

გოგა, მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე „ჩამიარა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

სიმღერა და ტექსტი მარიამ ლიკლიკაძისაა,ჩაიწერა ირაკლი ჯოხაძის სტუდიაში. სიმღერის შექმნაში წვლილი შეიტანეს დათო ლონდარიძემ, ნოდარ ექვთიმიშვილმა, დიტო საკანდელიძემ, დათა საკანდელიძემ, მარიამ ლიკლიკაძემ, ცოცხალია ყველაფერი. ძალიან შევიყვარე ეს სიმღერა, სიმართლე გითხრათ, ასეთი დამოკიდებულება არცერთ სიმღერაზე არ მქონია. გეფიცებით, მისამღერი მესიზმრებოდა და ეს რაღაც სხვას ნიშნავს. პირადად ჩემთვის დაიწერა ეს სიმღერა.

როგორია სამომავლო გეგმები?

სექტემბრის ბოლოს ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვაპირებ, მამუკა ონაშვილს უნდა მივუძღვნა.

სიმღერაზე „ჩამიარა“ თუ აპირებ კლიპის გადაღებას?

ვნახოთ, ხალხის რეაქციას დაველოდები.

გოგა მესხი – ჩამიარა

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები