სოციალურ ქსელში 41 წლის კელი ოსბორნის გარეგნობის წარმოუდგენელ ტრანსფორმაციას განიხილავენ. ის რამდენიმე დღის წინ ლონდონში გამოჩნდა, სადაც ტელეწამყვან, ჯულიეტ სეარის პრეზენტაციას დაესწრო.
მსახიობი და მომღერალი, რომელიც წლების განმავლობაში ზედმეტ წონას ებრძოდა, მკვეთრად გამხდარია, ხოლო მისი სახე რადიკალურად შეცვლილი.
ბევრის აზრით, ოზი და შერონ ოსბორნების ქალიშვილმა ცნობილ გასახდომ პრეპარატს, „ოზემპიკს“ მიმართა, სახეზე კი პლასტიკური ოპერაციები ჩაიტარა.
„იგრძნობა, რომ ძალიან შორს წავიდა და ვეღარ ჩერდება“, „ის უცნაურად გამხდარია“, „დაუძლურებულად გამოიყურება“, – არ წყდება კომენტარები.
მას ყველა დასცინოდა, ახლა კი შეუდარებლად გამოიყურება – კელი ოსბორნის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია
როგორ დაგვემშვიდობა ოზი და როგორ ემშვიდობებიან მას ლეგენდები – „წყვდიადის პრინცმა“ ზეცა გაანათა
