LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, მოვიგებ“- ტრამპმა 2024-ის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა: რა შანსები აქვს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს

79
ტრამპი

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს  აშშ-ს მეორე ვადით პრეზიდენტობა კვლავ სურს.  New York Magazine-თან საუბარში თქვა, რომ მას 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვიტა.

„ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, რომ გადავწყვიტო მონაწილეობა, მოვიგებ“. – თქვა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა სიტყვებზე – „თუ გადავწყვიტე“.

„ჩემს გონებაში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება, ასე რომ, ამაზე გავლენა აღარაფერს ექნება. ჩემს გონებაში უკვე გადავწყვიტე,“ – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.

ტრამპის თქმით, მისთვის დიდი გადასაწყვეტი იქნება როდის გამოაცხადოს საარჩევნო კამპანია, შუალედურ არჩევნებამდე თუ მის შემდეგ.

ტრამპის აზრით, ამერიკელ ხალხს სურს, რომ მან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

იმისათვის, რომ ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს, მას მხარი უნდა დაუჭიროს რესპუბლიკურმა პარტიამ.  

მაშინ როდესაც დონალდ ტრამპი ფიქრობს, დაიწყოს თუ არა საარჩევნო კამპანია უჩვეულოდ ადრე, ნიუ-იორკ თაიმსის/სიენას კოლეჯის გამოკითხვა აჩვენებს, რომ მისმა პოსტ-საპრეზიდენტო მცდელობამ, მოეპოვებინა რესპუბლიკურ პარტიაში მხარდაჭერა, აჩვენა, რომ რეალობა მის მოლოდინს არ შეესაბამება. პარტიის პრაიმერის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად ეძებსსხვას და აქვე, რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი ნაწილი პირობას დებს, თუ ტრამპი მაინც გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, მას მიატოვებენ.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად, აშშ-ს კონგრესში განიხილავენ ტრამპის მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მოწყობილ შტურმს, რომლის უკანაც, შესაძლოა, უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტი მდგარიყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g