LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან უხერხულია როცა „დოის“ ლანძღვით ხართ დაკავებულები, ის ერთ-ერთი იყო ვინც შენს გათავისუფლებას ხელი მოაწერა“ – შალვა რამიშვილის მიერ დავით დოიაშვილის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება 

876
Untitled design (10)

შალვა რამიშვილის მიერ რეჟისორ დავით დოიაშვილის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შალვა რამიშვილი – ძალიან უხერხულია როცა შენს ტელევიზიაში დოის (დავით დოიაშვილის) ლანძღვით ხართ დაკავებულები.

ერთ-ერთი იყო, იმ მცირე რაოდენობის ადამიანებიდან, ვინც ხელი მოაწერა შენს განთავისუფლებაზე,ზუსტად იმ „ნაცების“ დროს,ზემოდან მტკიცებულებით, კადრებს რომ აჩვენებდნენ და მაინც არ თქვა უარი საკუთარ ხელმოწერაზე.

მაშინ მართალი იყო?,“ წერს ნანკა კალატოზიშვილი.

Shalva Ramishvili ძალიან უხერხულია როცა შენს ტელევიზიაში დოის ლანძღვით ხართ დაკავებულები.ერთ-ერთი იყო,იმ
მცირე…

Posted by Nanka Kalatozishvili on შაბათი, 23 დეკემბერი, 2023

 

„რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება დავით დოიაშვილისთვის“ – ამ თემაზე შალვა რამიშვილმა საკუთარ გადაცემაში ისაუბრა. კერძოდ ის გამოეხმაურა დოიაშვილის ერთ-ერთ განცხადებას, რომელშიც  ამბობს, რომ „აღარ არის სივრცე, სადაც თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი.“

რამიშვილმა რეჟისორის აღნიშნული განცხადება გააკრიტიკა.

სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g