ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ლაშა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამარჯვების ემოციებზე ისაუბრა და ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების პერიოდი გაიხსენა:
„ერთ პატარა ქვეყანაში ყველაზე მაგარი ხალხი ცხოვრობს.. გპირდებით კიდევ ერთხელ, რომ ბევრჯერ ავაჟღერებ ქართულს..“ – რას წერს ლაშა ბექაური მორიგი გამარჯვების შემდეგ
"ჩემს გულშემატკივარს მინდა მოგეფეროთ ყველას, ჩემს კეთილის მსურველს, ყოველი ქართული ჰიმნი ვფიქრობ ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა", – წერს ქართველი ძიუდოისტი.
„ჩემს მწვრთნელებს ვუთხარი ცოტახანს დავიძინებ მეთქი, ძილ-ბურანში ვიყავი იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან მართლა, გვერდით დამიჯდა, ხელი დამადო ფეხზე.
მაგ დროს გამომეღვიძა, იმხელა მოტივაცია მომცა და ისეთი დიდი რაღაც ვიგრძენი, რომ გამეღვიძა იმ მომენტში და რაღაცნაირად მთელი დღე კარგად წავიდა… ისეთი რწმენა მომეცა, ვიცოდი ყველაფერს შევძლებდი თუნდაც იმ დიდი ტრავმის გამო…
უფლის გარეშე არაფერი არ ხდება, მთავარია შენ იგრძნო, შემოუშვა შენში და გჯეროდეს. ყველას უნდა ჰქონდეს იმედი და რწმენა და ყველაფერი გამოვა“, – იხსენებს ლაშა ბექაური.