LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციები განსხვავებულია: დიალოგის მესამე რაუნდი დასრულდა

112
FORTUNA.GE (58)

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მესამე რაუნდი შედეგის გარეშე დასრულდა. აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლები კომენტარს აკეთებენ.

„განსხვავები რჩება, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ეს დრო ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება”. – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა – ბადრი ჯაფარიძემ.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი აღნიშნა, რომ ასეთ რთულ საკითხზე შეთანხმება მარტივად ვერ მოხდება ამიტომ, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდიც გაიმართება.

”მესამე რაუნდის შემდგომ, გველოდება მეოთხე რაუნდი. მოლაპარაკება ასეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა ახალი არჩევნები გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, რთულია. პატარა კვირტები თითქოსდა გამოისახა, მაგრამ რაიმე ხელშესახები, ჯერჯერობით, არა. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი თავი გადაირჩინოს, ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად წამოვა დათმობებზე. თითქოს უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის სახით, მაგრამ ჩვენ ეს კი არა, პარლამენტის ახალი არჩევნები გვინდა”. – განცხადა, შალვა ნათელაშვილმა.

მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ მხარეებს შორის ზოგიერთ საკითხზე პოზიციების დაახლოება ხდება. თუმცა, ძირითად თემებზე მათ შორის მაინც, აზრთა სხვადასხვაობაა.

”დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი და არის საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება ხდება, თუმცა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ჩვენსა და ხელისუფლებას შორის პოზიციების სხვადასხვაობაა. არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით: რიგგარეშე არჩევნების საკითხი, პოლიტპატიმრების საკითხი”. ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

დიდი კმაყოფილებით არ გამოირჩევა, ”გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, არაფერი შეცვლილა და ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია: ”ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ არის. პუნქტობრივად გავიარეთ ხელისუფლების მიერ მოტანილი წინადადება. არის პუნქტები, რაზეც შეთანხმება ვერ ხერხდება.”

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g