LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძირითადად, კარგი შტრიხები რაც აქვთ ჩემ შვილებს, ჩემი მეუღლის დამსახურებაა“ – ფიზიკოსი გია დვალი

1054
გია დვალი ფიზიკოსი

„ძირითადად, კარგი შტრიხები რაც აქვთ ჩემ შვილებს, ჩემი მეუღლის დამსახურებაა,“ – ფიზიკოსი გია დვალი პირველი არხის გადაცემაში, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ოჯახის წევრებზე საუბრობს.

„ჩემი შვილები მინდა, რომ იყვნენ დამოუკიდებლები, თვითონ უკეთ იციან რაც უნდათ.. რამდენჯერაც კორექციას შევეცადე ყველაფერი უკუღმა გამოვიდა..

ვცდილობ ხანდახან რჩევა მივცე შვილებს, მაგრამ არ ვიცი სწორია?

ცნობისმოყვარეობა აქვთ ორივეს..

ჩემს საქმიანობას სულ ვუზიარებ ოჯახის წევრებს, ჩემი ცოლიც მეცნიერია, ბიოლოგი.  სულ მიზიარებს თავის საქმეებს მეც ვცდილობ გავუზიარო.

ხანდახან პრობლემაა, მაგალითად, ერთად როცა ვიკრიბებით..  ყველა ფიზიკოსის მეუღლე ფიზიკოსი არ არის.

ხდება ისე, რომ ფიზიკოსები გადაიჭრებიან თავის სამყაროში და ეს ცოტა პრობლემას ქმნის ხოლმე,“ – ამბობს გია დვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g