LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონს ვისმენთ, ეს არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას: გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

69
წერეთელი

“თუ სვლები და სურვილები ემსახურება იმას, რაზეც ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობს, რომ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რომელიც ეხება ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და პოლიტპატიმრებს და თუ ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი და ამაზე ფიქრობს ხელისუფლება – ეს არის კარგი.” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკება შედგეს და ოპოზიციამ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს:

“სხვა შემთხვევაში, ჯერჯერობით, რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, ეს არანაირად არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას.” – აღნიშნა წერეთელმა.

მან არასერიოზული და მიუღებელი უწოდა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სერგეი გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო” ერთად მოქმედებდნენ:

“ძნელია არასერიოზულ განცხადებებზე გააკეთო კომენტარი, არც სურვილი მაქვს. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერ მოვისმინეთ ასეთი ტიპის კონსპირაციული თეორიები და ათასგვარი მოდელები, რითიც ოპოზიცია უკავშირდება რუსეთს. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და არასერიოზულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა 20 ივნისთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მესმის, რომ ეს აწუხებთ ამ ადამიანებს, მაგრამ სხვაზე გადაბრალება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, არაფრის მომტანი არ არის.” – თქვა წერეთელმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, ეს კი ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი, არც ერთ შეთხვევაში, არ იქნება ერთპარტიული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g