LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძირთეთრა – კუჭ-ნაწლავის უნიკალური წამალი

228
ადრენალინი

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია წყლულოვანი დაავადება, დიაფაგრამის საყლაპავი ხვრელის თიაქარი, მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, რაც ძირითადად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის აგრესიული ცვლილებით არის გამოწვეული. ყველა ეს დაავადება ყოველდღიურ ცხოვრებაში იწვევს კუჭის წვას, გულძმარვას, დისკომფორტს კუჭის არეში, განსაკუთრებით დიეტის დარღვევის, მედიკამენტების მიღების შემდეგ ალკოჰოლის, ყავისა და ნიკოტინის ბოროტად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში კუჭის საუკეთესო მეგობარია მცენარე ძირთეთრა. იგი ხსნის ჭვლებს, რომელიც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს. ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. თავიდან აგაცილებთ ავადმყოფობის გამწვავებას. გარდა ამისა, ახასიათებს მჟავის ძლიერი გამანეიტრალებელი მოქმედება და გამოირჩევა შემომგარსველი თვისებით. ძირთეთრას ფესვებით დამზადებული პრეპარატები ორგანიზმისთვის ადვილად შესათვისებელია – არ იწვევს ყაბზობას და აქვს სუსტი საფაღათო მოქმედება.

მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დროს მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად დიეტის დაცვაც მნიშვნელოვანია. აუცილებელია რეგულარული კვება, საჭმლის კარგი დაღეჭვა და შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
პირველ რიგში მოგახსენებთ ასეთ დროს რომელი პროდუქტების მიღება გეკრძალებათ –
ჭვავის პური ახალგამომცხვარი, პურფუნთუშეული და ბლინები. ხორცის, თევზის და სოკოს ნახარშები. შემწვარი ან ჩაშუშული ხორცი და თევზი. შებოლილი პროდუქტი, მჟავეული, მარინადები, მუხუდოსა და ხორბლის ფაფა, სუნელებლები და სანელებლები, კონცენტრირებული წვენები, უმი ხახვი, ნიორი, მჟაუნა, ბოლოკი, კიტრი და სოკო, ყავა, ალკოჰოლი, ნიკოტინი, გაზიანი სასმელები და ლუდი. როგორც უკვე მოგახსენეთ აღნიშნული პროდუქტების მიღება იკრძალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს.

ასეთი მკაცრი წესებით დაცვის შემდეგ გაგიწევთ რეკომენდაციას იმის თაობაზე, თუ რომელი პროდუქტების მიღებაა ნებადართული:
წინა დღის თეთრი პური ან მისი ორცხობილა, სუპეული – არა ნახარში, უმჯობესია არა ბურღულის. მოხარშული ხორცი ძროხის, ქათმის, ინდაურის, კურდღლის. ორთქლზე დამუშავებული კოტლეტი, მოხარშული ან შემწვარი თევზი კანის გარეშე. ბრინჯის, მანისა და წიწიბურის ფაფეული რძის დამატებით. მოხარშული ვერმიშელი, კვერცხი თოხლოდ მოხარშული, ან ომლეტი ორთქლზე. რძე, შესქელებული რძე, ნაღები, ხაჭო, ჭყინტი ყველი, კარაქი, ტკბილი ხილისა და კენკრის კომპოტი, ჟელე ან კისელი. მოხარშული ბოსტნეული, უმი გახეხილი სტაფილო, ტკბილი მსხალი, შემწვარი ვაშლი და ბანანი. ჩაი არამაგარი, შესაძლებელია რძით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები