LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოს ფედერაცია: „მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე“

129
ვარლამ ლიპარტელიანი

ძიუდოს ფედერაცია ვარლამ ლიპარტელიანის „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფედერაცია ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ყოფნა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოს და სპორტის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – წერს ძიუდოს ფედერაცია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა. სამგორის რაიონის დელეგატად ვარლამ ლიპარტელიანია წარდგენილი.

„ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული… აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება“ – ვარლამ ლიპარტელიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g