LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, სოფიას აეროპორტში დაშვებული Wizz Air-ის მგზავრები ავტობუსს ელოდებიან

98

ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, სოფიას აეროპორტში დაშვებული ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის მგზავრები ავტობუსს ელოდებიან.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი აცხადებს, ისინი უკვე რამდენიმე საათია ბულგარეთში, სოფიას აეროპორტში იმყოფებიან.

„ყველა სადღაც რეკავს – ქუთაისის აეროპორტში, „ვიზეარის“ წარმომადგენლებთან, ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს. გვებნებიან, რომ მოვა ავტობუსი და ჩაგვიყვანს სალონიკში. მგზავრები ვცდილობთ, რომ დავუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, აქაურ კონსულს, მაგრამ ვერ ხერხდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

შგახსენებთ, რომ ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით ავიაკომპანია უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g