13 თებერვალს, საქართველოში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
22:25 საათზე დაფიქსირებული 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში შაბან კოჯაევის საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
დაზარალებული ოჯახი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა მოინახულა.
მისი განცხადებით, კომისია სახლის მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახს ზარალს აუნაზღაურებენ:
“თბილისის დროით დაახლოებით 22:25 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც სეისმოლოგიის ცენტრმა გვაცნობა, დაახლოებით 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო.
ამ ეტაპზე რაც დავაფიქსირეთ, ეს არის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში, შაბან კოჯაევის ოჯახში, სადაც საცხოვრებელი სახლის კედლის ნგრევა მოხდა. შევისწავლეთ სახლის ამჟამინდელი მდგრადობა, შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთ”, – თქვა დმანისის მერმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, მისმა სიმძლავრემ კი 6.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრას მოგვიანებით განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.
თბილისის დროით 03:35 საათზე, კვლავ სოფელ სამებასთან, 3.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრამ თბილისში მდებარე რამდენიმე შენობა დააზიანა, მათ შორისაა ერთ-ერთი მუზეუმი