ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში- 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კუნძულ ბალიზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. გამოცხადდა ცუნამის განგაშიც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად ამ დროის მონაცემებით, ქართველები არ დაშავებულან, არც დახმარების თხოვნით მიუმართავთ საელჩოსთვის .
ბიძგები კუნძულ ლომბოკზეც იგრძნობოდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ძლიერი მიწისძვრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.