თუ თქვენს გვერდით ძლიერი ქალია და მას თავს არასასურველად აგრძნობინეთ, იცოდეთ, ის თქვენსკენ არასდროს მოიხედავას და სამუდამოდ გეტყვით – ნახვამდის. თუკი ძლიერი ქალი თავს ზედმეტად იგრძნობს, დაუფიქრებლად დაგტოვებთ და არც შეცდომის გამოსწორების უფლებას მოგცემთ.
თუმცა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თქვენთან ურთიერთობაზე უარის თქმით გამოწვეულ დარდს ძლიერი ქალიც ვერ გაექცევა, მაგრამ მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მტკიცე ხასიათის მქონე ქალებს სირთულეებთან გამკლავების საოცარი უნარი აქვთ.
მან ზუსტად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს დასასრულის დასაწყისს. თუ თქვენი ურთიერთობა მარცხისთვის არის განწირული და მასთან დაშორება გსურთ, ძლიერი ქალი თქვენს გადაწყვეტილებას უსიტყვოდ დაეთანხმება და თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ მოისურვებს.
ეს გადაწყვეტილება მამაკაცებს აბნევს. მოლოდინი, რომ მას გული გაუტყდებოდა და დარდით გამოწვეული ემოციები სამუდამოდ დატანჯავდა, არ გამართლდა.
ბუნებრივია, მარცხს ყველა განიცდის, მაგრამ ძლიერი ქალი საკუთარ თავს უფლებას არ მისცემს დიდხანს იტანჯოს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას სჯეროდა თქვენი ურთიერთობის განსაკუთრებულობის, ის არ დაუშვებს ერთმა მოვლენამ განსაზღვროს მისი ცხოვრება. სწრაფად აღიდგენს ძალებს და განშორებას სიამაყით შეეგუება.
მოიწყენს თუ არა ის თქვენგან წასვლის შემდეგ? ცხადია, მოიწყენს. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით უნდა გახსოვდეთ, ის არასდროს გთხოვთ მასთან დარჩენას, ძლიერი ქალი მუდარას ვერც თქვენგან აიტანს.
ძლიერმა ქალებმა იციან, რომ სამყაროს თქვენს გარეშეც დაიპყრობენ. ყველა საინტერესო არის ის, რომ ასეთი ქალები მსგავსი გამოცდილების შემდეგ ყოველთვის წინ იხედებიან, არ ფოკუსირდებიან წარსულზე და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ ბოროტდებიან.
ძლიერ ქალს ყალბ ურთიერთობებს მარტოობა ურჩევნია
„თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ ხარ.“
პირიქით, თქვენთან განშორება მას პიროვნულად ზრდის. ის უფრო ბრძენ და თანამგრძნობ ადამიანად ყალიბდება .
ასე რომ, თუ თქვენ გვერდით ძლიერი ქალი გყავთ, როგორც კი იგრძნობს, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ, იცოდეთ, მაშინვე მიგატოვებთ, ისე რომ მის გადარწმუნებას ვერასდროს შეძლებთ.
დააფასეთ ყოველი წამი, რომელსაც მის გვერდით ატარებთ, რადგან არ იცით, რამდენ ხანს გასტანს თქვენი ბედნიერება.