LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარი თბილისში – ხის წაქცევის გამო ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი

113

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს – თბილისში, ძლიერი ქარის გამო, ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ, როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ინფორმაციით, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა, ძირითადად, ავტომანქანები დააზიანა.

„დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება, ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი.

ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი – სამგორის რაიონში. 2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია. ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე – მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები