თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ძლიერ ქარს ელოდებიან, ხოლო ზღვაზე 5 ბალიან შტორმს.
ამ დროისთვის, ძლიერი ქარი თბილისის ზოგიერთ უბანშია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა ბრიგადა, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.